საფრანგეთის დიდი რევოლუციის გამომწვევი მიზეზები და მისი მნიშვნელობა ქართული პრესის მიხედვით

საფრანგეთის 1789-1799 წლების დიდმა რევოლუციამ კაცობრიობის გარდაქმნასა და განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. აღნიშნულმა მოვლენამ არამხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის ისტორიულ პროცესზე იმოქმედა. XIX საუკუნიდან მოყოლებული მსოფლიოში უდიდესი ცვლილებები ხდება. დაიწყო დრომოჭმული ფეოდალური წყობის ნგრევა, რომლის ჩანაცვლებაც უმეტესად რესპუბლიკური წყობით ხდებოდა. ცხადდებოდა თანასწორუფლებიანობა: „ძმობა, თანასწორობა, თავისუფლება“ - ეს საფრანგეთის დიდი რევოლუციის საბრძოლო ლოზუნგი იყო. დაპყრობილ ერებში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობები. საფრანგეთის რევოლუციამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჩაგრულ ხალხს მძლავრი სტიმული მისცა და დაანახა, რომ ბრძოლით მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახლდათ. ამ და სხვა მიზეზების გამო, XIX საუკუნემ დიდწილად საფრანგეთის რევოლუციის ნიშნით ჩაიარა. მიუხედავად ამის...