ბარ­ბა­რა და­ნე­ლია – ყა­ჩაღ­თა ბან­დის მე­თა­უ­რი ქალი


სრუ­ლი­ად უნ­იკ­ალ­­რი და ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის­ათ­ვის ფაქ­ტობ­რი­ვად უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბი აღ­მოჩნ­და ამ­ერ­იკ­­ლი პრე­სის ფურ­ცლებ­ზე. ეს გახ­ლავთ ქარ­თვე­ლი ყა­ჩა­ღი ქალის ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი არ­­ერ­თი სტა­ტია, სა­დაც ავ­ტო­რე­ბი მოგ­ვით­ხრო­ბენ ამ ქალ­ბა­ტო­ნის შე­სა­ხებ, მი­სი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ნი­­ან­სებს, მი­სი საქ­მი­ან­ობ­ის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­. უნ­და ით­ქვას, რომ მის შე­სა­ხებ სა­გა­ზე­თო სტა­ტი­­ბი აღ­მოჩნ­და ზე­ლან­დი­ურ პრე­სა­შიც, რო­მე­ლიც ნო­დარ ჩხა­იძ­ემ მოგ­ვა­წო­და. ამ ქალ­ბა­ტო­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ურ­­გო არ იქ­ნე­ბა, თუკი ზე­ლან­დი­­რი პრე­სის რამ­დე­ნი­მე ცნო­ბით შე­ვავ­სებთ ამ­ერ­იკ­­ლი პრე­სის ცნო­ბებს ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ. გარდა ამისა ქართულ პრესაშიც აღმოჩნდა ცნობებია ამ ქალის შესახებ, საიდანაც ვგებულობთ, რომ მასზე გერმანული და ფრანგული გაზეთებიც წერდნენ.
ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სტა­ტია ამ­ერ­იკ­ულ პრე­სა­ში ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ და­იბ­ეჭ­და 1898 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს გა­ზეთ “Indianapolis Sun”-ში. სტა­ტი­ის და­საწ­ყის­ში ავ­ტო­რი გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ გა­ზეთ “London Telegraph”-ის სანქტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან მო­მუ­შა­ვე კო­რეს­პონ­დენ­ტი წერს ყა­ჩა­ღი ქალ­ბა­ტო­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის სა­ხე­ლიც არ­ის ბარ­ბა­რა და­ნე­ლია და მი­სის სა­მოქ­მე­დო არ­­ალ­ია რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლი ქუ­თა­ის­ის გუ­ბერ­ნია. ამ­ის შემ­დეგ ავ­ტო­რი გვიყ­ვე­ბა ამ ქალ­ბა­ტო­ნის ის­ტო­რი­ას:ის და­ახ­ლო­ებ­ით 10 წლის წინ გა­უჩ­ინ­არ­და თა­ვი­სი მშობ­ლი­­რი სოფ­ლი­დან ბან­ძა­დან და ამ­ის შემ­დეგ ის მთე­ლი ქვეყ­ნის მასშ­ტა­ბით ახ­ორ­ცი­ელ­ებს ტე­რორს გზებ­ზე. გარ­და ამ­­სა, ეს ქალ­ბა­ტო­ნი არ­ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე არ­ტის­ტუ­ლი მხე­და­რი ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ­­ან სა­უკ­ეთ­­სო მხედ­რე­ბი, რო­მელ­თა მსგავ­სის ნახ­ვაც სხვაგან გა­გი­ჭირ­დე­ბათ“. ამ­ის შემ­დეგ ყუ­რად­ღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია იმ­­ზე, რომ ეს ქა­ლი თურ­მე არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვად ის­რო­და იარ­აღს: „მას შე­უძ­ლია საკ­მაო მან­ძი­ლი­დან ტყვია მო­არ­ტყას რუ­სუ­ლი ვერ­ცხლის მო­ნე­ტას, რო­მე­ლიც უფ­რო პა­ტა­რაა, ვიდ­რე ჩვე­ნი 6-პენ­სი­­ნი მო­ნე­ტა. სტა­ტი­ის ბო­ლოს ავ­ტო­რი წერს:ბარ­ბა­რა და­ნე­ლია ქარ­თვე­ლია და მი­სი სი­ლა­მა­ზე წარ­მო­სად­გე­ნად უფ­რო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე აღ­სა­წე­რად. ის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია თა­ვის ხალ­ხში, სიყ­ვა­რუ­ლი მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერ­ია ღა­რიბ მო­სახ­ლე­ობ­­ში.[1]

კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა გა­ზეთ “Kokomo Daily Tribune”-ის სტა­ტია ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ. სტა­ტი­ის სა­თა­ურ­იაყა­ჩა­ღი ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სე­თი­დან“. სტა­ტია ძი­რი­თა­დად იმ­­ვე ცნო­ბე­ბს შე­იც­ავს, რა­საც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ზე­თი და ეს­ ცნო­ბე­ბიც “London Telegraph”-იდ­ან არ­ის აღ­ებ­­ლი, თუმ­ცა ეს სტა­ტია უფ­რო დი­დი მო­ცუ­ლო­ბი­საა და შე­სა­ბა­მი­სად მა­სა­ლაც უფ­რო საინტერესოა.
და­საწ­ყის­ში სა­უბ­არ­ია მის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბარ­ბა­რა და­ნე­ლია ყო­ფი­ლა ბან­დის ლი­დე­რი და მო­ყო­ლი­ლია მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი: „ბარ­ბა­რა 35 წლი­საა, არ­ის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და გა­აჩ­ნია სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა. 4-ჯერ ან 5-ჯერ იყო და­ჭე­რი­ლი, თუმ­ცა მას იღ­ბა­ლი არ­ას­დროს ტო­ვებ­და მარ­ტო. ერ­თხელ მი­სი საპ­ყრო­ბი­ლეს კა­რი ღა­მით მო­ულ­ოდ­ნე­ლად გა­­ღო, მის­მა მე­გობ­რე­მა ის და­იხ­სნეს“. ერ­თხელ კი ბარ­ბა­რა თა­ვის შემ­პყრობს შეყ­ვა­რე­ბია და ცი­ხი­დან გა­უთ­ავ­ის­უფ­ლე­ბია. აქ­ვე ხა­ზია გას­მუ­ლი ბარ­ბა­რას ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე:ის ატ­არ­ებს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის სა­მოსს“. ამ სტა­ტი­აშ­იც სა­უბ­არ­ია მის კარგ მხედ­რო­ბა­ზე და იარ­აღ­ის კარ­გად ცოდ­ნა­ზე.[2]
ამ­ის შემ­დეგ სტა­ტი­­ში სა­უბ­არ­ია ზო­გა­დად ყა­ჩა­ღე­ბის საქ­მი­ან­ობ­­ზე: „თუ­კი მსგავ­სი და­ყა­ჩა­ღე­ბის მსხვერ­პლი გახ­დით, უნ­და და­ემ­ორ­ჩი­ლოთ დამ­ყა­ჩა­ღე­ბელს და უნ­და ამ­­ატ­რი­ალ­ოთ ჯი­ბე­­ბი. მას შემ­დეგ, რაც ის­­ნისაქ­მესმორ­ჩე­ბი­ან, მოგ­თხო­ვენ, რომ დარ­ჩეთ იმ­­ვე ად­გი­ლას ერ­თი სა­ათ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ მა­ნამ, სა­ნამ ის­­ნი არ მი­იმ­ალ­ებ­­ან. თუკი არ და­ემ­ორ­ჩი­ლე­ბით სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ობ­­ში აღ­მოჩნ­დე­ბით (მოგ­კლა­ვენ)“. და­ყა­ჩა­ღე­ბის დროს ბარ­ბა­რა და­ნე­ლია თურ­მე ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­­ნი ყო­ფი­ლა და თა­ვის მსხვერპლს ღვი­ნო­საც კი სთა­ვა­ზობ­და და ბო­დიშს უხ­დი­და მომ­ხდა­რი უს­­ამ­ოვ­ნე­ბის გა­მო. აქ­ვე სა­უბ­არ­ია პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტორ ერ­ის­ტოვ­ზე, რო­მე­ლიც ბან­დი­ტე­ბის და­სა­ჭე­რად წა­სუ­ლა მთა­ში კბი­ლე­ბამ­დე შე­­არ­აღ­ებ­­ლი მხლებ­ლე­ბით, მაგ­რამ ის ამ რე­იდს შე­ეწ­­რა. სტა­ტი­ის ბო­ლოს კი­დევ ერ­თხელ არ­ის ხა­ზი გას­მუ­ლი ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას სი­ლა­მა­ზე­ზე, მის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე ხალ­ხში და აგ­რეთ­ვე ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ობ­ის მი­მართ.[3]
ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას სა­ინ­ტე­რე­სო აღ­წე­რას გვთა­ვა­ზობს გა­ზე­თი “The San Francisco call”-ის 1898 წლის 30 ოქ­ტომ­ბრის ნო­მე­რი (ცნო­ბე­ბი გა­ზეთს ბრიტანული “The Daily Telegraph”-იდ­ან აქვს აღ­ებ­­ლი), სა­დაც ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ თით­ქმის იდ­ენ­ტურ ცნო­ბებს გვაწვ­დი­ან, რო­გორც სხვა გა­ზე­თე­­ბი, მაგ­რამ ამ სტა­ტი­­ის კითხვისას იგრ­ძნო­ბა ფე­მი­ნის­ტუ­რი მუხ­ტი. სტა­ტი­ის და­საწ­ყის­ში­ვე ვხვდე­ბით შემ­დეგ ფრა­ზას:ქალ­თა ემ­ან­სი­პა­ცი­ის პრო­ცე­სი სწრა­ფად მი­იწ­ევს წინ. გარ­და ამ­­სა, ტექს­ტის მთელ რიგ ად­გი­ლებ­ში ხა­ზი აქვს გას­მუ­ლი მის სიძ­ლი­ერ­ეს სქეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. „მას უყ­ვარსსაქ­მე­ზემარ­ტო წას­ვლა და სუ­ლაც არ უჭ­ირს იარ­აღ­­­ნი მა­მა­კა­ცე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბა... ის კარ­გად ჩაც­მუ­ლი ჯენლ­ტმე­ნი­ვით გა­მო­იყ­ურ­­ბა, არ­ის ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­­ნი, მო­იხ­დის ქუდს, კულ­ტუ­რუ­ლად მო­გე­სალ­მე­ბათ და გეტ­ყვით, რომ გა­მო­ემ­შვი­დო­ბოთ თქვენს ცხენს, ფულს და ძვირ­ფა­სე­ულ­ობ­ას“.[4]
ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას ეძ­ღვნე­ბა კი­დევ ერ­თი სტა­ტია ამ­ერ­იკ­ულ გა­ზეთ­ში “The Philipsburg Mail”-ის 1899 წლის 24 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში. ამ სტა­ტი­ას კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო სა­თა­­რი აქვს: „ყა­ჩა­ღე­ბის დე­დო­ფა­ლი“ (A Queen of Bandits). იქ­ვე ქვე­სა­თა­ურ­ია შემ­დე­გი ტექს­ტით: „ბარ­ბა­რა და­ნე­ლია, რო­მე­ლიც მარ­თავს რუ­სულ კა­ვა­კა­სი­ას“. ეპ­ით­ეტ­­ბი ბარ­ბა­რას მი­მართ სტა­ტი­ის და­საწ­ყის­ში გრძელ­დე­ბა: „ბარ­ბა­რა და­ნე­ლია არ­ის რუ­სუ­ლი კავ­კა­სი­ის დო­რა კოქ­სი (Dora Cox, ცნო­ბი­ლი ამ­ერ­იკ­­ლი ყა­ჩა­ღი ქა­ლი ..), გა­მო­ირ­ჩე­ვა შარ­მი­თა და თა­ვი­სი ზრდი­ლო­ბით, მი­სი სა­უბ­­რი სა­სი­ამ­ოვ­ნოა მო­სას­მე­ნად“. აქ­ვე ავ­ტორს მოჰ­ყავს ცნო­ბე­ბი მი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­დან და აღ­ნიშ­ნავს, რომ სო­ფელ ბან­ძა­დან მი­სი გა­უჩ­ინ­არ­ებ­ის მი­ზე­ზი უც­ნო­ბი­ა –ეს სა­იდ­უმ­ლო მის გულ­შია ჩა­კე­ტი­ლი.[5] სტა­ტია არცთუ მცი­რე მო­ცუ­ლო­ბი­საა, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი თით­ქმის იდ­ენ­ტუ­რია სხვა უკ­ვე გან­ხი­ლუ­ლი გა­ზე­თე­ბის ცნო­ბე­ბი­სა. აქ­აც ყუ­რად­ღე­ბაა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი მის სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე (თუ რო­გორ შე­უყ­ვარ­და ის ად­ამ­­ანს, რო­მელ­მაც ცი­ხე­ში ჩას­ვა და შემ­დეგ გა­უშ­ვა), მის ცხე­ნოს­ნო­ბა­ზე, იარ­აღ­ის ფლო­ბა­ზე და .. სტა­ტი­ას თან ახ­ლავს აგ­რეთ­ვე ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას 3 ფო­ტო­სუ­რა­თი.[6]

ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ აქ­ვეყ­ნებს ცნო­ბას გა­ზე­თი “The Times”, სა­დაც 1898 წლის 23 ოქ­ტომ­ბრის ნო­მერ­ში იბ­ეჭ­დე­ბა სტა­ტია სა­თა­ურ­ითმომ­ხიბ­ვლე­ლი მძარ­ცვე­ლი“. ამ გა­ზეთ­შია არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბიც მსგავ­სია სხვა გა­ზე­თე­ბი­სა, მაგ­რამ აქ­აც არ­ის გან­სხვა­ვე­ბა. სტა­ტი­ის და­საწ­ყის­ში ზო­გა­დად არ­ის მი­მო­ხი­ლუ­ლი კავ­კა­სი­­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­აც­ია, და­ნა­შა­ულ­ის სიმ­რავ­ლე და ყა­ჩა­ღებ­თან მი­მარ­თბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­აც­ია.
შემ­დეგ ავ­ტო­რი უშ­­ალ­ოდ ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­­ზე გა­და­დის და გვაწვ­დის ზო­გად ცნო­ბებს მი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მსგავ­სია სხვა ცნო­ბე­ბი­სა. შემ­დეგ კი წერს: „ად­რე აქ მოხ­ვედ­რი­სას შე­იძ­ლე­ბა უთ­ავ­ოდ დარ­ჩნი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ დღეს სი­ტუ­აც­ია გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და სის­ხლიც ნაკ­ლე­ბად იღ­ვრე­ბა ამ პრო­ცე­დუ­რის (ყა­ჩა­ღო­ბი­სას..) დროს, თუ­კი თქვენ ქუ­თა­ის­ის გუ­ბერ­ნი­ის ვე­ლურ გზებ­ზე მოხვ­დე­ბით, გა­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით კარ­გად ჩაც­მუ­ლიჯენ­ტლმე­ნის­გან“, რო­მე­ლიც ქუ­დის მოხ­დით მო­გე­სალ­მე­ბათ და გეტ­ყვით, რომ მის მი­ერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­­ზე მოხვ­დით და ის თქვენ­თვის ზედ­მე­ტი დის­კომ­ფორ­ტის გა­რე­შე დაგ­ტო­ვებთ ფუ­ლის, ცხე­ნის და ძვირ­ფა­სე­ულ­ობ­ის გა­რე­შე, ამ­ის შემ­დეგ ის თქვენ მოგ­თხოვთ, დარ­ჩეთ იგ­­ვე ად­გი­ლას ერ­თი სა­­თი (და­უმ­ორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­სი თან­მხლე­ბი მოგ­კლავთ), რა­თა მან  და მის­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ დატოვონ იქაურობა, თქვენ კი იდ­გე­ბით იგ­­ვე ად­გი­ლას და და­ელ­ოდ­ებ­ით თეთ­რი ცხვირ­სა­ხო­ცის აფ­რი­ალ­ებ­ას (რომელიც იქნება ნიშ­­ნი თქვენ­თვის, რომ შეგიძ­ლი­ათ განაგრ­ძოთ გზა), რო­მე­ლიც არ გა­მოჩნ­დე­ბა და ცო­ტა ხან­ში თქვენ და­ინ­ახ­ავთ ის­ევ ამ ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც თქვენ­კენ მო­აჭ­ენ­ებს ცხენს, ქუდს მო­იხ­დის და ბო­დიშს მო­გიხ­დით მომ­ხდა­რის გა­მო“. ბო­ლო­ში ავ­ტო­რი წერს, რომ ეს ზრდი­ლო­ბი­­ნი ყა­ჩა­ღი ქალ­ბა­ტო­ნი, რა თქმა უნ­და, არ­ის ბარ­ბა­რა და­ნე­ლია. ბო­ლოს კი ას­რუ­ლებს სა­უბ­არს მი­სი ერ­ოვ­ნე­ბა­სა და სი­ლა­მა­ზე­ზე სა­უბ­რით.[7]
ბარ­ბა­რა­ზე წერს გა­ზე­თი “The Washington Sentinel“-ის 1899 წლის 4 მარ­ტის ნო­მე­რიც. აქ მო­ცე­მუ­ლია დი­დი მო­ცუ­ლო­ბის სტა­ტია სა­თა­ურ­ითბარ­ბა­რა და­ნე­ლია რუ­სი ბან­დი­ტი. ავ­ტო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავს ამ ამ­ბის შე­სა­ხებ და წერს, რომ მსგავ­სი ის­ტო­რი­ებ­ის მოს­მე­ნა მხო­ლოდ რო­ბინ ჰუ­დის ზღაპ­რებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რა­ზეც ავ­ტო­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რად­ღე­ბას ამ­ახ­ვი­ლებს: „მან (ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ამ ..) რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა გზა­ზე ძარ­ცვის საქ­მე­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ედ­ან, რომ მი­სი ამ საქ­მე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სის­ხლი იშ­ვი­ათ­ად იღ­ვრე­ბა გან­სხვა­ვე­ბით სხვა პე­რი­ოდ­ის­გან.[8]
ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ ორ­­ოდ სიტ­ყვით რომ და­ვა­მა­ტოთ ზე­ლან­დი­­რი პრე­სა, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე წერ­და მის შე­სა­ხებ ფაქ­ტობ­რი­ვათ ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი სტა­ტი­ებ­ის მსგავს ცნო­ბებს შე­იც­ავს, რო­მე­ლიც სხვადასხვა ფორ­მით არ­ის გად­მო­ცე­მუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მხო­ლოდ ერ­თი სტა­ტია, რო­მე­ლიც გა­ზეთ „Woodville Examiner“-ის 1915 წლის 16 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში ანუ გა­ცი­ლე­ბით გვი­ან გა­მოქ­ვეყნ­და ვიდ­რე სხვა სტა­ტი­­ბი (ამ­ერ­იკ­ულ გა­ზე­თებ­ში და­ნე­ლი­­ზე 1898-99 წლებ­ში იწ­ერ­ებ­­და). აქ ის არ­ის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ბარ­ბა­რას და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი გვაქვს მო­ცე­მუ­ლი 1874 წლის 12 აგ­ვის­ტო[9].
რაც შეეხება ბარბარა დანელიას შეასხებ არსებული ქართული ცნობებს, ბოლო პერიოდში მის შესახებ ცნობები აღმოჩნდა ქართული პრესის ფურცლებზეც, რამაც გააქარწყლა მოსაზრება იმის შესახებ თითქოს ეს ყაჩაღი ქალი მითიური, უცხოელების მიერ მოგონილი პერსონა იყოს. მის შესახებ წერენ იმ პერიოდის 2 მთავარი ქართული გაზეთი „ივერია“ და „ცნობის ფურცელი“. უნდა ითქვას, რომ ორივე გაზეთების ცნობები 1898 წელს განეკუთვნება.
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ დანელიას შესახებ ჯერ კიდევ 1898 წლის 5 სექტემბრის ნომერში, წერს სადაც ხაზია გასმული ამ ქალის მოხერხებულობასა და „ავქალობაზე“: „საკვირველი ის არის, რომ გამოეწყობა ჩოხა-ახალუხით, წუღა-მესტით, ქამარ ხანჯლით და ვერავინ ცნობილობს“[10].
ბარბარა დანელლიას შეასხებ ცნობას გვაწვდის გაზეთი „ივერიაც“. 1898 წლის 19 ნოემბრის ნომერში იბეჭდება სტატია, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: „ჩვენი კორესპონდენტი გვწერს, რომ ამ დღეებში გერმანულს გაზეთებში შემდეგი ამბები იყო დაბეჭდილიო:
 „ყაჩაღების მეთაური ქალი. ქართული გაზეთები იუწყებიან, რომ სოფელ ბანძაში ქუთაისის გუბერნიაში (კავკასია), ერთ ვიღაც ვარვარა (ბარბარე) დანოლია ყაჩაღების ბრბოს ჰმეთაურობს და თითქმის 10 წელიწადია ასე სცხოვრობს. იგი ასე 35-40 წლისაა, იცვამს მამაკაცის ტანთსაცმელს, მშვენივრად იცის ცხენზედ ჯდომა და სხვა და სხვა იარაღის ხმარება. რამდენჯერმე ჩავარდნია პოლიციას ხელში, მაგრამ ყოველთვის გაქცეულა, ან მოუხერხებია თავის განთავისუფლება, რომ ისევ წინანდებურად განეგრძოთავისი ხელობა“[11].
მეტად საინტერესო ინფორმაციას შეიცავს გაზეთ „ცნობის ფურცელის“ 1898 წლის 17 დეკემბრის სტატია ამ ქალის შესახებ, აქ იუწყებიან იმის შესახებ რომ ქურდობის დროს მოკლეს „ლომ-კაცა-ქალი“ ბარბარა დანელია[12].
სა­ერ­თო ჯამ­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბარ­ბა­რა და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ მო­ცე­მუ­ლი ცნო­ბე­ბი ამ­ერ­იკ­ულ პრე­სა­ში მრა­ვალ­მხრი­ვი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. სხვადასხვა გა­ზე­თებ­ში ავ­ტო­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუთ­ხით აშ­უქ­ებ­ენ ამ ქალ­ბა­ტო­ნის მოღ­ვა­წე­ობ­ას, ნა­წი­ლი სტა­ტი­ებ­­სა მოკ­ლედ აღ­გვი­წერს მას, უფ­რო დიდ ნა­წილ­ში კი გვხვდე­ბა ღრმა ან­ალ­­ზი ამ ქალ­ბა­ტო­ნის გარ­შე­მო. ზო­გი­ერთ სტა­ტი­ას კი ფე­მი­ნის­ტუ­რი ელ­ფე­რი დაჰ­კრავს და ქალ­თა ემ­ან­სი­პა­ცი­ას­აც კი უკ­ავ­ში­რებს მის საქ­მი­ან­ობ­ას. და­ნე­ლი­ას გვი­ხა­ტა­ვენ, რო­გორც ძლი­ერ ქალს, რო­მე­ლიც ტოლს არ უდ­ებს მა­მა­კა­ცებს.





[1] A Claude Duval in Skirts. – Indianapolis Sun, 15 October 1898.                                                                         
[2] Russia’s Highway Lady. – The Kokomo Daily Tribune”, 27 October 1898. გვ: (გარჩევა ვერ მოხერხდა 3, 5 ან 8)
[3] Russia’s Highway Lady. – The Kokomo Daily Tribune”, 27 October 1898. გვ: (გარჩევა ვერ მოხერხდა 3, 5 ან 8)
[4] A Female Claude Duval. “The San Francisco Call”, 30 October 1898, გვ. 21.
[5] A Queen of Bandits.“The Philipsburg Mail”, 24 February 1899, გვ. 6.
[6] A Queen of Bandits.“The Philipsburg Mail”, 24 February 1899, გვ. 6.
[7] A charming robber. – “The Times, 23 October 1898, გვ. 9.
[8] Barbara Danelia, Russian bandit. “The Washington Sentinel, 4 March 1899, გვ. 4.
[9] Barbara Danelia. – “Woodville Examiner”, 16 April 1915, გვ. 4.
[10] გაზ: “ცნობის ფურცელი”, 5 სექტემბერი 1898.
[11] გაზ: „ივერია“, 19 ნოემბერი 1898.
[12] გაზ: “ცნობის ფურცელი”, 17 დეკემბერი 1898.
პავლე ჯაგუნავა

Comments

Popular posts from this blog

საფრანგეთის დიდი რევოლუციის გამომწვევი მიზეზები და მისი მნიშვნელობა ქართული პრესის მიხედვით

ამერიკული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოს შესახებ (პრესის მაგალითზე)