ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ამერიკული პრესის მიხედვით
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საკითხი იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აღსანიშნავი ფაქტი XX საუკუნის დასაწყისის ქართული რეალობისთვის. ამ თემის გარშემო არც დღეს და არც მაშინ არ წყდებოდა საუბარი. კითხვის ნიშნებს იწყევდა და იწვევს ილიას მკვლელობის თითოეული ნიუანსი: დანაშაულის მოტივი, დამნაშვეთა ვინაობა და ა.შ. ბუნებრივია, ამ საკითხით დაინტერესდა და გააშუქა კიდეც მიმდინარე მოვლენები იმ პერიოდის ამერიკულმა პრესამ.
პირველ
რიგში,
უნდა
აღინიშნოს
ის, რომ
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
შესახებ
ინფორმაციის
მოძიება
ამერიკულ
პრესაში
არის
ურთულესი
საკითხი,
გამომდინარე
იქედან,
რომ თითქმის
ყველა
ჟურნალი
თუ გაზეთი
სხვადასხვანაირად
მოიხსენიებს
ილია
ჭავჭავაძეს.
ძირითადად
მაინც
ორი გვარი
გვხვდება,
რომლის
ილიასთან
იდენტიფიცირება
რთული
არ უნდა
იყოს.
სტატიების ერთ
ნაწილში
ის მოხსენიებულია
როგორც
თავადი
Chavodze და ხანდახან
გვხვდება
თავადი
Chovodze. უნდა
აღინიშნოს
ერთი
ფაქტიც:
გაზეთებში
გამოქვეყნებული
ცნობები
წარმოადგენს
პირდაპირ
კოპირებას
რუსული
ან ევროპული
გაზეთებიდან
და სტატიების
უმრავლესობა
თითქმის
იდენტურია.
მაგალითად,
1909 წლის იანვრის
დასაწყისში
5 ამერიკულ
გაზეთში
ქვეყნდება
მსგავსი
შინაარსის
ცნობა:
„სროლის შედეგად პოლიციელებსა და ყაჩაღების ბანდას შორის თბილისის გარეუბანში 2 კაცი იქნა მოკლული. ისინი იდენტიფიცირებულ იქნენ როგორც მკვლელები თავადი ჩავოძისა, რომელიც მოკლეს და მისი სახლი დააყაჩაღეს 1907 წლის 27 ივნისს“. (თარიღი მითითებულია ძველი სტილით, თუმცა მაინც არ ემთხვევა ილიას მკვლელობის ზუსტ თარიღს, როგორც ჩანს ჩვენთვის დაუდგენელ ნიუანსთან გვაქვს საქმე, ერთი რამ კი უეჭველია – საუბარი ნამდვილად ილიას მკვლელობაზეა). გარდა ამისა ჩანს, რომ პირველმა ამის შესახებ გაზეთმა “The Evening Star”-მა და “Deseret Evening News”-მა 1 იანვარს დაწერეს, იგივე ცნობა კი სხვა გაზეთებში 8 იანვარს და 27 იანვარსაც ქვეყნდება. საერთო ჯამში კი ილიას მკვლელობის შესახელ ამერიკულ პრესაში პერიოდულად იწერებოდა. ჩვენ ხელთ გვაქვს 20-მდე საგაზეთო სტატია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია 3 ნაწილად გავყოთ: I ნაწილი – 1907 წლის ილიას მკვლელობის მოკლე ცნობას წარმოადგენს; II – ეს არის ცნობები 1909 წელს ილიას მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ლიკვიდაციის ცნობა პოლიციის მხრიდან; III – იმავე წლის აგვისტო-სექტემბრის ნომრები იუწყებიან ილიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირის (ზოგან მითითებულია 3 პიროვნება) დაკავებას.
ილიას
მკვლელობას
დიდი
გამოხმაურება
მოჰყვა
არამარტო
რუსეთის
იმპერიის
მასშტაბით,
არამედ
მასზე,
როგორც
ცნობილია,
წერდნენ
ევროპელებიც
და, უფრო
მეტიც,
ილიას
მკვლელობას
1907 წელს იტყობინება
ამერიკული
გაზეთებიც, ოღონდ აქ ერთ საინტერესო
მოვლენასთან გვაქვს საქმე. ილიას მკვლელობაზე ინფორმაცია ამერიკულ პრესაში დაიბეჭდა
მკვლელობამდე ორ თვეზე მეტი ხნით ადრე. მაგალითად,
1907 წლის 29 ივნისს “The
New York Tribune” გამომცემლობა
იტყობინება:
„პრინცი
ჩავოძე
მოკლეს
თბილისთან,
მისი
სახლი
კი გაძარცვულ
იქნა“. ოდნავ
ვრცლად თითქმის
იგივე
ცნობას
იძლევა
იმავე
დღის “The Evening Star”-ის
ნომერი:
„მძარცველები
ხუთშაბათს
საღამოს
შეიჭრნენ
პრინც ჩავოძის
რეზიდენციაში
თბილისთან,
პრინცი
მოკლეს
სახლი
კი გაძარცვეს“. ძნელი სათქმელია, ვის მკვლელობას იუწყებოდნენ ამერიკული
გაზეთები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით მათ არც გააშუქეს ილია ჭავჭავაძის
მკვლელობა, რადგანაც ეგონათ, რომ უფრო ადრინდელ ამბავზე იყო საუბარი. ყოველ შემთხვევაში,
ფაქტია, რომ 1909 წელს გამოქვეყნებულ ცნობებში საუბარი ნამდვილად ილიას მკვლელობაზეა.
II
სახის
ცნობებზე
ნაწილობრივ
ვისაუბრეთ.
ეს შეეხება
1909 წლის იანვარში
გამოქვეყნებულ
ცნობებს,
რომელთა
მიხედვითაც
თბილისში
ილიას
მკვლელობაში
ეჭვმიტანილები
დაიჭირეს.
რაც
შეეხება
III სახის
ცნობებს,
ესეც
1909 წლით თარიღდება.
საკმაოდ
ბევრ გაზეთში
ამ წლის
აგვისტოს
ბოლოს
და სექტემბრის
დასაწყისში
გამოქვეყნდა
სტატიები,
რომლებიც
საზოგადოებას
ამცნობდნენ,
რომ „ტიფლისში დაიჭირეს
პრინც ჩავოძის
მკვლელობაში
ბრალდებული
12 გლეხი“.
გარდა
ამისა,
რამდენიმე
გაზეთი
12-ის მაგივრად
3 ადამიანის
დაკავების
შესახებ
წერდა.
საერთო
ჯამში
შეიძლება
ითქვას,
რომ ამერიკული
პრესის
მიერ
საზოგადოებისთვის
მიწოდებული
ინფორმაცია
ილია
ჭავჭავაძის
მკვლელობის
შესახებ
წარმოადგენდა
ცნობას
რუსეთის
იმპერიის
დეპუტატთა
საბჭოს
დეპუტატის
მკვლელობის
შესახებ
და იქ
საუბარი
საერთოდ
არ ეხება
ილიას
ეროვნულ
შეხედულებებს,
ან ილიას,
როგორც
მწერალს
და ა.შ.
ასე რომ
არ უნდა
ვიფიქროთ,
რომ ამერიკელებს
ილიაზე
გარკვეული
წარმოდგენა
ჰქონდათ,
მით უმეტეს
სტატიების
უდიდესი
ნაწილი
კოპირებას
წარმოადგენს
ევროპული
და რუსული
გამოცემებისა.
პავლე ჯაგუნავა
Comments
Post a Comment