ამერიკული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოს შესახებ (პრესის მაგალითზე)


ჩვე­ნი ნაშრომის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თავ­და­პირ­ვე­ლად აუც­ილ­ებ­ლად უნ­და შე­ვე­ხოთ ერთ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, რო­მე­ლიც ნაშ­რო­მის გა­ან­ალ­იზ­ებ­ის­თვის და მი­სი არ­სის ზუს­ტად გა­გე­ბის­თვის დაგ­ვეხ­მა­რე­ბა – ეს არ­ის პრე­სის მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა, თუ რას წარ­მო­ად­გენ­და ბეჭდვ­ი­თი მე­დია ნაშ­რომ­ში მო­ცე­მუ­ლი პე­რი­ო­დის­თვის ამ­ერ­იკ­ა­ში. პრე­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა ის­ე­თი ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც არ­ის ამ­ერ­ი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ძა­ლზე დი­დია. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ედ­ან, რომ XIX სა­უკ­უნ­ის დასასრულისთვის, რო­დე­საც არ არ­სე­ბობს ის­ე­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ალ­ებ­ე­ბი, რო­გო­რიცაა ტე­ლე­ვი­ზია, ინ­ტერ­ნე­ტი, რა­დიო, პრე­სას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის კუთ­ხით ყვე­ლა­ზე დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, თუნ­დაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­შუ­ქე­ბის მხრივ. სწო­რედ ამიტომ ვთვლით, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბის საქ­მე­ში პრე­სას, მთა­ვა­რი თუ არა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი მიუძღვოდა ამ­ერ­იკ­ა­ში.
აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩვენი მთა­ვა­რი ამ­ოც­ა­ნა არ­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­გე­ბა ამ პე­რი­ოდ­ის ამ­ერ­იკ­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ და ნაკ­ლე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ოდ­ის კვლე­ვა-ძი­ე­ბა. აქედან გამომდინარე ნაკლებად გავამახვილებთ ყურადღებას ავტორის ფაქტოლოგიურ შეცდომებზე საქართველოს /ქართველების აღწერის დროს.      
       მოცემული თემატიკისთვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ყუ­რად­სა­ღები სტა­ტი­ა­თა ციკ­ლი­ და­იბ­ეჭ­და აშშ-ში ყო­ველ­კვი­რე­ულ გა­ზეთ "The National Tribune"-ის 1890-91 წლე­ბის ნომ­რებ­ში. სტა­ტი­ებ­ის სა­თა­ურ­ია "ნამ­დვი­ლი რუ­სე­თი" (real Russia) სტა­ტი­ებ­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მთლი­ან­ად ეკ­უთ­ვნის "The Cannoner's Story"-ისთვის მო­მუშა­ვე კო­რეს­პონ­დენტს ავგუსტუს ცეზარ ბული A. C. BUELL, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში რკი­ნიგ­ზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში იღ­ებ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­ას. ის როგორც აღნიშნავს მივლინებული იყო რუსეთის პროვინციაში კერძოდ საქართველოში სამუშაოდ ერთ-ერთი სარკინიგზო გვირაბზე სამუშოდ, აქ როგორც ჩანს ავტორს მუშაობა უწევდა რიკოთის გვირაბის გაყვანაში.  მუ­შა­ობ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ის გვაწვ­დის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­წე­რას რო­გორც რუ­სე­თის ას­ე­ვე რუ­სე­თის ერთ-ერ­თი პრო­ვინ­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. უნდა აღინიშნოს რომ ავტორის შესახებ ინფორმაცია ამომწურავი არ გაგვაჩნია თუმცა რაც გაგვაჩნია ცხადყოფს რომ ცეზარ ბული იყო პლაგიატი ისტორიკოსი ლიტერატურაში მის შესახევ გვხვდება სტატია „ცეზარ ბუელი თაღლითი ისტორიკოს“. რაც ისტორიკოსის და მისი ცნობების სრულყოფილად აღქმაში შეგვაფერხებს,  თუმცა მისი როლი საზოგადოებრივი აზრის კვლევის კუთხით ნაკლებ მნიშვმელოვანია.
რაც შეეხება უშუალოდ ცნობებს სტა­ტი­ებ­ის ციკ­ლის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 1890 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს და­იბ­ეჭ­და, აქ ზო­გა­დად არ­ის მო­ცე­მუ­ლი ცნო­ბე­ბი ავ­ტო­რის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე რეკ­ომენ­და­ცია არ­ის გა­წე­უ­ლი მკით­ხვე­ლის­თვის რა­თა გა­ეც­ნოს ამ სკრუპ­ლუ­ოზ­ურ სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ყო­ფის ბევრ სეგ­მენტს ეხ­ე­ბა.  შეიძლება ითქვას, რომ მოცემული სტატიების ერთგვარი რეკლამა დაიბეჭდა გაზეთ "The National tribune"-ის 1890 წლის 6 ნოემბრის ნომერშიც, სადაც კიდევ ერთხელ ნათქვამია რომ ავტორის ეს ცნობები ყურადსაღები უნდა იყოს ნებისმიერი მკითხველებისთვის განსაკუთრებით კი რუსეთის შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის[1].
სტატიათა ციკლის პირველი და შმდეგი ნომრები ეთმობა ავტორის მოგზაურობის დაწყებას ამერიკიდა რუსეთამდე ის აღწერს თვის ტრანსატლანტიკურ და ტრანს ევროპულ მარშრუტს, რის შემდეგაც ხვდება რუსეთში. პირველი ხნობები საქართველოს შესახებ მოცემულ სტატიათა ციკლში გვხვდება 1891 წლის 19 თებერვლის ნომერში. ავტორი აღერს თვის მოგზაურობას საქართველოში, საზოგადოებრივ ყოფას, წეს ჩვეულებებს, აქაურ კლიმატს. მისი მონათხრობი საინტერესოა მრავალი კუთხით. მოცემულ სტატიაში ავტორი საუბრობს თუ როგორ მოხვდა ყაზბეგში. აქ ის თავის ყურადღებას უთმობს ყაზბეგის ბუნებას და გარემოს აგრეთვე ამინდს, რომელიც საკმაოდ შემაფერხებელი ყოფილა მგზავრთათვის მისი თანამგზავრი ნიკოლაი ეუბნება მას, რომ "წელიწადში დაახლოებით ორჯერ აქ ისე მოთოვს გზებიც კი იკეტება და გადაადგილება შეუძლებელია ხოლმე, მაგრამ ეხლა უკვე მოთოვილი აქვს 2 ჯერ ასე რომ ჩვენ ეს საფთხე არ გვემუქრება". ყაზბეგიდან მათი მარშრუტი გუდაურისკენ მიემართება "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება ზღვის დონიდან მსოფლიოში". სადაც ავტორის დაინტერესებას იპყრობს პატიმართა გადაყვანა რუსების მხრიდან: "აქ დანაშულისათვის დასჯილი ადამიანები, ძირითადად კაცრბი, რომლებსაც დანაშაულის მოსახდელად ციმბირში თავიანთი ცოლებიც მიჰყვებოდნენ. დამნაშავეთა რაოდენობა როგორც მე დავითვალე 104 იყო, და მათ ნაწილს ტანისამოსზე ეწერა რუსული ასო "S", რაც როგორც ნიკოლაიმ ამიხსნა ნიშნავს კუნძულ სახალინზე სამუდამო გადასახლებას"[2]. (სტატიიდან ცნობილი ხდება თუ საინდან შემოვიდა ავტორი საქართველოში, იგი ყაზბეგში ხვდება და შესაბამისად კობიდან უნდა იყოს შემოსული).
ავტორი კავკასიის შესახებ საკმაოდ ბევრს საუბრობს. იგი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასია დაკავებული აქვთ ტომებს სახელად - ქართველები, აფხაზები, კახელები, ჩრდილოეთ კავკასიაში კი ცხოვრობენ ყაბარდოელები. ავტორი აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ლეგენდები დადის კავკასიის და კავკასიელების შესახებ, მათზე სიმღერებსაც კი წერენ მაგრამ რეალური ისტორია ამ ხალხისა არავინ არ იცისო, გარდა ამისა აღნიშნავს რომ ეს ხალხი დღესდღეობით სრულად გარუსებულია ("Russianized")[3].
აქვე ვხვდებით მეტად საინტერესო ცნობას, რომლებიც ჩეჩნებს ეხება, რომლებიც მოხსენებულ არიან ტერმინით TURTSCAJENSKI (მეორეგან ისინი მოხსნებულ არიან შემდგი ტერმინით "tCHETCHENNES")"რაც სიტყვასიტყვით "პატარა თურქებს" ნიშნავს", განმარტავს ავტორი. "ისინი აშკარად აზიუი რასის წარმომადგენლები არიან და თითქმის იდენტურნი თურქებისა, გააჩნიათ სელჩუკური ფესვები. გარდა ამისა მათ ცხოვრების წესი მენტალური და ფიზიკური ყოფა თურქულ ყოფას ჰგავს. პოლიტიკურად და პერსონალურად თავისუფლები არიან"[4].
ავტორი აქვე მეტად საინტერესო საკითხს ეხება კერძოდ კი "ტყვთა სყიდვის" გადმონაშთს. ის წერს, რომ ადრე ეს მიღებული ფორმა იყო და სტამბოლში და სხვა ოსმალურ ქალაქებში შეუზღუდავად წარმოებდა ვაჭრობა ადამიანებით. რუსებმა ეს აკრძალეს მაგრამ ეს დღესაც ხდება და კავკასიელი ქალები მაინც "ტოვებენ საზღვარს" გადადიან ოსმალთში, იღებენ ისლამს. მათ "ჰარემის შუქს" ეძახიან და ძირითადად სულთნის ან ფაშას ჰარამხანაში არიან ხოლმე. ხშირად ისინი დიდებული თურქების მშობლები გამოდიან ხოლმე. ხშირად ისინი უარს ამბიბენ ისლამის მიღბაზე"[5].
საქართველოს შესახებ ინფორმაციულად დატვირთულია The National tribune-ის 1891 წლის 26 ბერვლის ნომერიც, სადაც ავტორი მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, გარდა ინფორმაციისა ავტორს სტატიაში მოყვანილი აქვს ფოტომასალაც თბილისზე, ქართველბზე (იხ დანართები 10, 11, 12).
რაც შეხება უშუალოდ სტატიას ავტორი დასაწყისში ერთმანეთს ადარებს რუსეთის იმპერიას და თვის სამშობლოს აშშ-ს. ის ამტკიცებს, რომ რუსეთი ახორციელებს დესპოტურ პოლიტიკას თავისი კოლონიების მათ შორის საქართველოს მიმართ , თუმცა ამას თავისი დადებითი შედეგიც აქვს კერძოდ ის, რომ რუსეთმა თვის დაპყრობილ ხალხს მისცა მოსამართლეები და მოუწესრიგა სასამართლო სისტემა - „სომხები და ქართველები კანონმორჩილი  ხალხია თუმცა რუსეთს უწევს ხოლმე წესრიგის დასამყარებლად ძალის გამოყნება“. ავტორი ადარებს რთმანეთს რუსეთის და ამერიკის კონკრეტულ მხარეებს მათ ნიშანთვისებებს, ხალხს, ბუნებრივ წიაღისეულს მაგ. კოლოდრადოს და კავკასიას.[6]
გარდა ამისა ამ სტატიაში ცეზარ ბული იხსენებს კავკასიაში თავისი მოგზაურობის ნიუანსებს. სტატიების ციკლის ამ მონაკვეთში (მე-6 ნაწილი) ის საუბრობს გუდაურიდან მლეთამდე მოგზაურობას (კარეტით). ნახსენები აქვს მდ. არაგვის ხეობა (Araghwar) და მისი ექსტრემალური მგზავრობა მეტად სახიფათო გზის მონაკვეთზე სწრაფადმავალი კარეტით კლდეების პირას, როგორც ჩანს ამ მგზავრობისას სამოქალაქო ომ გამოვლილი პოლკოვნიკი  შიშსაც კი შეუპყრია. „ჩვენ 9 მილი (დაახლოებით 15 კილომეტრი) გავიარეთ 1 საათზე ნაკლებ დროში, გუდაურიდან მლეთამდე და მე თავისუფლად ამოვისუნთქე, როდესაც ჩვენ დანიშნუკლების ადგილამდე მივედით“. აქ ბული აღწერს მცირე თავგადასავალს, რომელიც მას გადახდა მლეთაში, ის მლეთას პატარა ფოსტის სადგურად გვისახავს „აქ არსებული სადგურის კაზაკი თანამშრომელი  საკმაოდ თავაზიანი აღმოჩნდა, მისი დაც ლამაზი და ჭკვიანი იყო, რომელიც მაგიდასთან გვემსახურებოდა, ისინი გაგვიმასპინძლდნენ ჩაშუშული ცხვრის ხორცით, კარაქით, პურით და ჩაით, მათ აგრეთვე შემოგვთავაზეს ხილის ჩირი და თაფლი. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ჩვენ მლეთაში ვნახეთ იყო 2 წყვილი კავკასიური ჯიშის დათვის ბელი, რომელიც ფოსტის თანამშრომლებს იქვე ახლოს დაუჭერიათ და ოთახში ჰყავდათ დამწყვდებული“. სადგურის მცველს მათთვის განუცხადებია, რომ ეს დათვის ბელები მათ ორი თვის წინ შეიპყრეს და მალევე უნდა გაეშვათ თბილისში იქ არსებულ პარკში გასაშვებად: „გენერალ-გუბრნატორმა კორსაკოვმა (ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი - კავკასიის მთავარმმართებელი 1882-90 წლბში. პ.ჯ.) აქ ჩამოიარა არც ისე დიდი ხნის წინ და მოითხოვა რომ ეს დათვის ბელები გაეგზავნათ თბილისში მისი სასახლის ბაღისთვის“.[7]
ამის შემდეგ ავტორი კიდევ ერთი მარშრუტს მლეთა-ანანურს აწერს. „ანანურის გზაზე არის ძალიან თვალწარმტაცია გორები, სადაც მდებარეობს ციხის ნანგრევები და კოშკი, რომლებიც დათარიღებულია სხვადასხვა ეპოქებით, ერთი მოსაზრებით ეს არის მითრიდატეს დროინდელი (იგულისხმება მითრიდატე ევპატორი) ციხე. გარდა ამისა იქვე ეზოში დგას ძველი ეკლესია, რომელიც აშენებული უნდა იყოს მე-4 მე-5 საუკუნეებში. დღეს ამ ძველ ციხეში რუსული არტილერიის გარნიზონი დგას... მოცემულ ეკლესიაში ქართველები ყოველ კვირას ამოდიან ღვთისმსახურებისთვის... დუშეთი არის შემდეგი გაჩერება - ასევე ასევე პატარა და ლამაზი ადგილი“[8].
სტატიის შემდეგი ნაწილი ქ. მცხეთას ეთმობა, ავტორი საუბრობს მის სტრატეგიულ , ისტორიულ მნიშვნელობაზე. „მცხეთა მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ქრისტეს შობამდე 500 წლით ადრეთაც კი ის ალყაშემორტყმულ იქნა ირანის მეფე დარიოსის მხრიდან და იყო ქართველების დედაქალაქი მანამ სანამ 470 წელს მეფე გორგასალმა (Gourgasal) თბილისი, ქარავნების დასაყუდელი ადგილი დედაქალაქად არ გამოაცხადა“. აქ საინტერესოა ერთი ნიუანსი მართალია ავტორი ისტოიულ ფაქტებში საკამოდ ბევრჯერ არასწორ ინფორმაციას გვაწვდის მაგრამ ვფიქრობთ მაინც საინტეესო უნდა იყოს ამერიკელი მკითხველისთვის საქართველოს ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ერთ მომენტში ის ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაცია რომლის მიხედვითაც თბილისი იყო ქალაქი რომელიც პომპეუსმა აიღო არასწორია და ეს ქალაქი ავტორის აზრით იყო ანტიკური ქალაქი გორი რომელიც თბილისიდან დასავლეთით 42 მილში მდებარეობს „სწორედ ეს ქალაქი აიღო პომპეუსმა“ - ამტკიცებს სტატიის ავტორი.[9] 
ავტორი ამის შემდეგ თბილისში ხვდება სასტუმროში რომლის სამიმახარეც მოედნით იყო შემოფარგლყული მეოთხე მხარეს კი khemety -ს არხი გადიოდა.  ავტორი აქ საუბრობს თბილისის მნიშვნელობაზე მის დიდხნოვანებასა და კულტურის მრავალფერობვნნებაზე. აღნიშნულია რომ თბილისს გამოვლილი აქვს როგორც პროგრესული ასევე ბარბარპოსული ცივილიზაციების გავლენა, უნდა ითქვას რომ ისევე როგორც თბილისის შესახებ ცნობების უდიდეს ნაწილში აქაც ნახსენებია თბილისის აბანეოები[10].
"რომი, კონსტანტინეპოლი, ათნი, ყველა ეს ქალაქი პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ ისინი აღმოცენდნენ ანტიკური ნანგრევების საფუძვლებზე, განსხვავებით თბილისისგან რომლიც სრულიად რორიგინალურ საფუძვლებზე შეიქმნა" აღნიშნავს სტატიის ავტორი და თან ურთავს რომ "თბილისის ორიგინალობას და განვითარების განსხვავებულ სახეს ქმნიდა მისი ისტორია რომელიც მე-4 საუკუნიდან დაიწყო ცუდი და კარგი გავლენა თბილისს დაუტოვეს მრავალრიცხოვნამა დამპყრობლებმა: თათრებმა, ირანელებმა, თურქებმა, რუსებმა, მათ რა თქმა უნდა დატოვეს თავისი კვალი ამ ქალაქის არქიტექტურას, მის გარემოს[11]"
საინტერესოა სტატიის ის ნაწილი სადაც ავტორი საუბრობს რუსების მხრიდან თბილისის, საქართველოს დაპყრობაზე. აქ ავტორი შეცდომით თარიღს აწვდის მკითხველს თბილისში რუსების შემოსვლისა კერძოდ 1829 წელს, თუმცა მალევე საინტერესო რამეს წერს: "მთელი ამ ზღაპრული ქვეყნის მოსახლეობა: ნაზმა და მეგობრულმა ქართველებმა, მშრომელმა და მუდამ დაკავებულმა სომხებიმა, პასტორალმა და ინდუსტრიულმა მეგრელებმა ?????? გაშლილი ხელებით მიიღს რუსი დამპყრობლები, რადგან ისინი ქრსიტიანები იყვნენ და ქართველები საუმდაოდ "ემშვიდობებოდნენ"თურქებს მათ და სასიხარულოდ, რომლბიც აქ 4 საუკუნის განმავლობაში ბატონობდნენ[12].
ავტორი ამტკიცებს რომ თურქების ბატონობა (ალბათ უნდა ვიგულისხმოთ მუსლიმური ელემენტის ბატონობა პ.ჯ.) თბილისზე და ზოგადად კავკასიაზე ძალიან სისხლიანი იყო და რუსების მოსვლის შემდეგ აქ მშვიდობა და ინდუსტრიალიზაცია დამყარდა. "რუსებმა ააშენეს გზები, დაარსეს საფოსტო სადგურები, მეტი ყურადღბა დაეთმო საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს"[13].
ავტორი აქვე თბილისის მოსახლეობაზეც საუბრობს "გენერალ ერმოლოვის დროს 1829 წელს თბილისის მოსახლეობა 80 000 ადამიანს უდრიდა, 1885 წელს  მოსახლეობა თბილისისა 200 000 შეადგენდა. აქედან 30 000 არიიან რუსები და კაზაკები, 100 000 ქართველები და სომხები. დანარჩენი კი არიან თათრები, სპარსელები, თურქები, ბერძნები და მეგრელები. აქ ცოტანი არიან დასავლეთ ვროპლები და მათ აქ მოიხსენიებენ 2 სახელით - ფრანგები და მეორე როგორც მე მივხვდი -ამრიკელები. საერთო ჯამში თბილისში ცხოვრობს 20 განსხვავებული რასის ხალხები, განსხვავებული ენებითა და დიალქექტებით"[14]
ამის შემდეგ საუბარია თბილისის მდებარეობაზე: "თბილისი მდებარეობს მდინარე ქურის (მდ. მტკვარი) ორივე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, მდინარე აღმოსავლეთის მიმართულებით მიედინაება და ადგილ ადგილ კუნძულებსაც ქმნის.ქუჩები ლამაზი და მოვლილია, შენობები რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ გემოვნებიაბიანად აგებული და კომფორტული. მთავარი ქუჩ მიხაილოვსკის იგივე სიგანისაა როგორიც პენსილვანიის ავენიუ. აქვე მდებარეობს 200 აკრიანი პარკი ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთ ნაწილის ძირითადად ბიზნეს ცენტრებია, აქ მდებარეობს ალექსანდრეს კლუბი, რომლიც არ ჩმოუვარდება არქიტექტურული სიდიადით არც ნიუ იორკის და არც ლონდონის კლუბბს (club-house)... ამ ქუჩის (მიხაილოვის პ.ჯ.) დასავლეთის დასასრულისკენ მდებარეობს კავკასიის გენერალ-გუბერნატორის სასახლე, რომელიც შემოფრარგლულია 20 აკრის ფართობის პარკით, რომლიც აგრეთვე არის თბილისის ზოოლოგიური ბაღი, კონკრეტულ დღეებში როდესაც პარკი ყველასღთვის იღება აქ ბევრი საინტერესო ამის ნახვა შეიძლება. მაგრამ ამ პარკის მნიშვნელობა არ არის იმდენად დიდი რამდენადაც დიდია ამ ქალაქშივე მდებარე მეორე პარკისა. ესაა დიდი მიხეილის ბაღბი, რომელიც მდებარეობს მდინარე ქურის სამხრეთ სანაპიროზე, თბილისის ძველ ქალაქის ნაწილში. ის აშენებულია დიდი თავადის მიხეილის მიერ"[15].
დასასრულს კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შრომა არ ემსახურება საქართველოს ისტორიის კონკრეტულ საკითხის კვლევას. ჩვენი მიზანია ისტორიის მეტად საინტერესო დარგის - საზოგარდოებრივი აზრის ისტორიის კვლევა. სწორედ ამას საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ამერიკული საზოგადოების აზრის კვლევას  საქართველოსა და ქართველების შესახებ, ემსახურება ჩვენი ნაშრომი. რაც უნდა ითქვას რომ მიუხედავად სკეფსიზისა არსებობდა.




[1] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 16 october 1890, გვ. 6.
[2] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 19 february 1891, გვ. 1.
[3] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 19 february 1891, გვ. 1.
[4] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 19 february 1891, გვ. 1.
[5] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 19 february 1891, გვ. 1.
[6] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).
[7] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).
[8] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).
[9] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).             
[10] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).
[11] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).
[12] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).
[13] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).
[14] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).
[15] Buell A.C. Real Russia – “The National Tribune”, 21 february 1891, (გვ. დაუნომრავი).

დანართი 10, „თბილისის ხედი“
„სპარსული ბაზრიდან მოჩანს აქლემების ხიდი  ქარავნით. სომხური საკათედრო ტაძარი მარცხნივ და მარჯვნივ მოჩანს წმინდა დავითის (მამა დავითის პ.ჯ.) მთა“
დანართი 11, 
„პრინცესა გავრიელი - საქართველოს ვარდი“.
დანართი 12,
 „ქართველი მონაზონი“.
პავლე ჯაგუნავა

Comments

Popular posts from this blog

საფრანგეთის დიდი რევოლუციის გამომწვევი მიზეზები და მისი მნიშვნელობა ქართული პრესის მიხედვით

ბარ­ბა­რა და­ნე­ლია – ყა­ჩაღ­თა ბან­დის მე­თა­უ­რი ქალი

ილ­ია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბა ამ­ერ­იკ­უ­ლი პრე­სის მი­ხედ­ვით